Euronews – წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს.
წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.
სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს. თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც მან აქთაუში ავარიული დაშვება სცადა.
ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია