Euronews: ორბანი და უნგრეთის საგარეო მინისტრი EU-ს შეხვედრებს არ დაესწრებიან

უნგრეთის პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო
Pool/EPA/EFE
Euronews ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მომავალ კვირაში ჩანიშნულ ევროკავშირის შეხვედრებს არ დაესწრებიან.
ტელეარხის წყაროების ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი, რომელიც 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია Tisza-მ  სუპერუმრავლესობით დაამარცხა, კვიპროსში ჩანიშნულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს არ დაესწრება.
მათივე ცნობით, პეტერ სიიარტო ლუქსემბურგში ჩანიშნულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე არ მივა.
ცნობისთვის, მანამდე Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
WP-ს მიხედვით,სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა “პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს”. წყაროს თქმით, უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც. მოგვიანებით სიიარტომ დაადასტურა, რომ ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდება.
“ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ევროკავშირის ყოველი შეხვედრის დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.” – თქვა წყარომ.
ცნობას თავად სიიარტომ თავდაპირველად “ცრუ ინფორმაცია” უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა.
WP: უნგრეთის საგარეო მინისტრი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრებიდან ცნობებს აწვდიდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ მას შემდეგ რაც პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რის მიხედვითაც ვიქტორ ორბანის მთავრობა რუსეთს ინფორმაციას გადასცემს, ევროკავშირი უნგრეთს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, Politico ხუთ ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირს ახალ ბრალდებებზე არ ექნება ოფიციალური რეაგირება, რათა აირიდონ უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენა.
Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ ეჭვებმა, რომ უნგრეთი კრემლს სენსიტიურ ინფორმაციას უზიარებს გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ლიდერები უფრო ხშირად იკრიბებიან “მსგავსად მოაზროვნე” მცირე ჯგუფებში, ვიდრე სრულ 27-წევრიან ფორმატში.
“საერთო ჯამში, “ნაკლებად ლოიალური წევრები” მთავარი მიზეზია, რატომაც მნიშვნელოვანი ევროპული დიპლომატია ახლა მცირე ფორმატებში მიმდინარეობს – E3, E4, E7, E8, ვაიმარი, NB8, JEF და ა.შ,” – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
Politico: EU უნგრეთს მოლაპარაკებებიდან თიშავს, რათა კრემლს ცნობები არ მიაწოდოს
ამას გარდა, მედიაში ასევე გავრცელდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, , უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს, ელაპარაკება. ჩანაწერში სიიარტო გამოხატავს მზადყოფნას, რომ რუსული მხარის მოთხოვნას შეასრულებს.