EU-ს ქვეყნები ეძებენ გზებს სამგზავრო შეზღუდვების ეროვნულ დონეზე დასაწესებლად – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეძებენ გზებს, რომ საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სამგზავრო აკრძალვები ეროვნულ დონეზეც დააწესონ.
„ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სამგზავრო აკრძალვის დაწესება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეძებენ გზებს, რომ დააწესონ ეს შეზღუდვები ეროვნულ დონეზე“, – აცხადებს ბაიბა ბრაჟე.
გუშინ, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი.
მანამდე ლატვიამ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატთა სიაში შეიყვანა. ასევე, ლიეტუვამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ 30-მდე მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის და ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ