არქივი9 დეკემბერი, 2023, 13:37
EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას | ბორელი
"რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში."
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.