ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში საგარეო მინისტრები გაგზავნონ – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში მინისტრები გაგზავნონ ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე.
ამის შესახებ ჟურნალისტი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს.
The situation in 🇬🇪 was brought up today among 🇪🇺 foreign ministers. there was a call to send ministers to 🇬🇪for a visit or the Georgian foreign ministers to come to brussels for an upcoming EU foreign affairs council — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 22, 2024
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.