EU-ს დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში ახალი რეგულაციის საფუძველი გახდება – ბუტიკაშვილი

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში ახალი რეგულაციის საფუძველი გახდება.
ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ახალი რეგულაციის საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც აუცილებლად ამუშავდება უკვე მომავალი წლიდან და აი ამ ანგარიშშივე არის ნახსენები უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელსაც ასევე ცალკე ანგარიში მიეძღვნება. საქართველო ბევრი კუთხით უკვე ჩამორჩება იმ რეკომენდაციებს, რაც უნდა შეესრულებინა და კიდევ უფრო დამძიმებულია სიტუაცია, რაც დადგება იმის საფუძველი, რომ დადგება ევროკავშირის ახალი რეგულაციის – უვიზო მომოსვლასთან დაკავშირებით ამუშავების საკითხი, რომელიც ცხადია შეეხება “ქართული ოცნების” და რეპრესიული მანქანის წარმომადგენლებს, არა ქართველ ხალხს და მთლიანად საქართველოს, მაგრამ ეს პროცესი უკვე მომავალი წლიდან დაიწყება”, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია