არქივი8 ოქტომბერი, 2024, 16:53
EU: საქართველო დაკარგავს €121 მლნ-ს დემოკრატიის უკუსვლის შედეგად

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.
„ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და აშშ-ის საელჩოს მსგავსად, ქარდებს აქვეყნებს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.