არქივი21 მაისი, 2024, 18:51
EU-ის საბჭო რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდა
ევროკავშირის საბჭო რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით წერს.
თანხამ წლიურად შესაძლოა, 2.7-3.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, საიდანაც 90% უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე მიიმართება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა და სხვა მოკავშირეებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.