EU-ის ელჩი რუსეთის დაზვერვის ინფორმაციას უსაფუძვლო ტყუილს უწოდებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში „უსაფუძვლოს“ და „აშკარა ტყუილს“ უწოდებს რუსეთის დაზვერვის ინფორმაციას, რომ ევროკავშირი შეეცდება, გააძლიეროს ანტისამთავრობო პროტესტი საქართველოში, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვის დღიურად 120 ევროს გადახდით.
„არც კი ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. რუსული ჰიბრიდული ომის შესახებ უფრო ფართო კითხვას რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ყველგან ეწევა ჰიბრიდულ საქმიანობას, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში, და ბევრგან სხვაგან, მათ შორის ჩვენს ქვეყნებში. არ ვიცი, რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთი ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, — განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
პაველ ჰერჩინსკიმ არ უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბოლოდროინდელ კრიტიკას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ელჩი თითქოსდა Deep State-წარმოადგენს და საარჩევნო აგიტაციაში ოპოზიციის სასარგებლოდ მონაწილეობდა.
მან თქვა, რომ წარმოადგენს ევროკავშირის 27 ქვეყანას საქართველოში და დაადასტურა, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს დისკუსია ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების შესახებ.
„ამ დროისთვის ერთსულოვნება არ არის, მაგრამ მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ერთსულოვნება იქნება“, – თქვა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ევროკავშირის ელჩს ,პაველ ჰერჩინსკის ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის წარმოებაში და ამბობს, რომ ის Deep State-ის დავალებით მოქმედებს.
„დიფ სთეითით“ ჩაანაცვლა „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „გლობალური ომის პარტია” — ეს არის „ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია არაფორმალური გავლენის შესახებ, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც გავლენა მთავრობებზე, პოლიტიკურ სპექტრზე, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებზე მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა