ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EU-ის გენერალურ საქმეთა საბჭოზე გერმანია საქართველოზე ისაუბრებს

EU-ის გენერალურ საქმეთა საბჭოზე გერმანია საქართველოზე ისაუბრებს

საქართველოს საკითხზე დღეს ევროკავშირის გენერალური საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომაზეც იმსჯელებენ.
გენერალურ საქმეთა საბჭო ძირითადად შედგება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ევროპის საქმეთა მინისტრებისგან. დღევანდელ შეხვედრას ლუქსემბურგში ხელმძღვანელობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის მინისტრი იანოშ ბეკა ევროკავშირის საკითხებში.
განსახილველ საკითხებს შორისაა 16-17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის მომზადება, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირ-შვეიცარიის ურთიერთობები. ამასთან, დღის წესრიგით გათვალისწინებული „ნებისმიერი სხვა საკითხის“ ფარგლებში, „გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს“.
საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარებას განიხილავდნენ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს.
„ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება”, — თქვა ბორელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.