EU-თან უვიზოს გაუქმება მოსკოვის დავალებაა, რომელსაც ივანიშვილი და კობახიძე ზედმიწევნით ასრულებენ – სალომე სამადაშვილი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება მოსკოვის დავალებაა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, “ქართულ ოცნებას” საკუთარი ამომრჩეველიც კი არ ადარდაბს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, როგორმე მოსკოვის დავალებები ზედმიწევნით შეასრულოს.
ევროკავშირი უფრთხილდება ქართველ ხალხს და არ უნდა, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგოს ეს შანსი. საკმაოდ კონსერვატორული მიდგოით მიუდგნენ, რა უნდა გაკეთდეს, რომ არ დავკარგოთ ჩვენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ამაზეც როდესაც უარს აცხადებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, თუ ვინმე კიდევ ვერ მიხვდა დღემდე, რომ ეს ხალხი არის პირდაპირ რუსული დავალებების შემსრულებელი და მათ, უბრალოდ, საკუთარი ამომრჩეველიც კი არ ადარდებთ და ადარდებთ მხოლოდ ის, დავალებას შეასრულებენ თუ ვერ შეასრულებენ მოსკოვისთვის, აქ უკვე ძალიან ნათლად იკვეთება, რომ მოსკოვის პირდაპირი დავალებაა, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს ევროკავშირთან და როგორც ჩანს, კობახიძე და ივანიშვილი აპირებენ, რომ ზედმიწევნით შეასრულონ ყველა ინსტრუქცია, რასაც მოსკოვი მათ უგზავნის, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
ივანიშვილის გუნდს ამჯერად ევროპარლამენტი აფრთხილებს, რომ “საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის”.
ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ევროპარლამენტი ივანიშვილის პარტიის მთავრობას არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ