EU: ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს.
გაერთიანების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ.
ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)