არქივი1 დეკემბერი, 2025, 16:57
EU ელოდება სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას – ჰიპერი BBC-ს ინფორმაციაზე

ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროკავშირი სწრაფ გამოძიებას ელის BBC-ის ინფორმაციაზე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასე რომ, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს მიუღებელი იქნება. ჩვენ ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.