ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ESPN-ის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს

ESPN-ის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
26 წლის ფორვარდმა NBA-ის კანადურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 5.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
შეთანხმების ფარგლებში, მამუკელაშვილს მეორე წელს შეეძლება, კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენოს, „ტორონტოსთან“ ხელშეკრულება შეწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს.
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში კარიერა „მილუოკი ბაქსში“ დაიწყო, ხოლო ბოლო ორი სეზონი „სან ანტონიო სპურსში“ გაატარა.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.