ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EPP-მ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ის პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ბუქარესტში პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაზე მას მხარი 400-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 89 იყო.
ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის მთავარი გამოწვევები უკრაინის ომი, ღაზაში კრიზისი და ჩინეთის გაძლიერებაა.
“აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულები სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტებისა და დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა,” – განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.