ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ემის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. რიგით 75-ე ღონისძიება ტრადიციულად ლოს ანჯელესში, პიკოკის თეატრში გაიმართა. საუკეთესო სერიალის კატეგორიაში კვლავ მემკვიდრეობამ გაიმარჯვა.
კირან კალკინმა, სარა სნუკიმ და მეთიუ მაქ-ფეიდენმა ჯილდოები საუკეთესო მამაკაცის, საუკეთესო ქალისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობების ნომინაციებში მოიპოვეს. შოუმ ჯილდო საუკეთესო სცენარისთვისაც მიიღო.
სერიალი "დათვი" საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, ხოლო სერიალის მთავარმა გმირმა, ჯერემი ალენ ვაითმა შოუსთვის „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ტიტული მოიპოვა. ემის წლევანდელი დაჯილდოების დასამახსოვრებელ მომენტებში, ელტონ ჯონი მოხვდა. მან ჯილდო გამოსამშვიდობებელი ტურნესთვის აიღო. 76 წლის მუსიკოსმა კარიერის ისტორიაში პირველი ემი მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.