Emmy 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ემის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. რიგით 75-ე ღონისძიება ტრადიციულად ლოს ანჯელესში, პიკოკის თეატრში გაიმართა. საუკეთესო სერიალის კატეგორიაში კვლავ მემკვიდრეობამ გაიმარჯვა.
კირან კალკინმა, სარა სნუკიმ და მეთიუ მაქ-ფეიდენმა ჯილდოები საუკეთესო მამაკაცის, საუკეთესო ქალისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობების ნომინაციებში მოიპოვეს. შოუმ ჯილდო საუკეთესო სცენარისთვისაც მიიღო.
სერიალი “დათვი” საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, ხოლო სერიალის მთავარმა გმირმა, ჯერემი ალენ ვაითმა შოუსთვის „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ტიტული მოიპოვა. ემის წლევანდელი დაჯილდოების დასამახსოვრებელ მომენტებში, ელტონ ჯონი მოხვდა. მან ჯილდო გამოსამშვიდობებელი ტურნესთვის აიღო. 76 წლის მუსიკოსმა კარიერის ისტორიაში პირველი ემი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით