არქივი17 ნოემბერი, 2025, 19:41
Emirates-მა Boeing-ს 38 მილიარდი დოლარის ღირებულების 65 თვითმფრინავი შეუკვეთა

ავიაკომპანია Emirates Airline-მა, Boeing Co.-სთან 65 ფართო კორპუსიანი თვითმფრინავის შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებამ 38 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დუბაის ავიაშოუს პირველ დღეს ხელი მოეწერა 777-9 ტიპის თვითმფრინავის მიწოდების ხელშეკრულებას. ის ასევე მოიცავს 130 GE9X ძრავის მიწოდებას.
მიწოდებები 2027 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.