ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EBRD-ის პრეზიდენტი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა.
„მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, - განაცხადა ოდილ რენო ბასომ.
ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო.
„მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.