ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

EBIT 2024 - ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
„EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა კომპანია მონაწილეობდა.
ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები, პრეზენტაციები, მოეწყო მასტერკლასები. გამოფენის სტუმრები გაეცნენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.