ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Diehl Defense-ის ხელმძღვანელი - IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება

IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება, - ამის შესახებ კომპანია Diehl Defense-ის ხელმძღვანელმა, ჰელმუტ რაუხმა განაცხადა.
„ჩვენი სამი სისტემა უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტის მიწოდება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. შემდეგი სულ რამდენი კვირაში იქნება“, - განაცხადა ჰელმუტ რაუხმა.
ჰელმუტ რაუხი დღეს კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, რობერტ ჰაბეკთან ერთად ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.