პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Diageo–ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

Diageo–ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

ბრიტანულმა ალკოჰოლური სასმელების გიგანტმა Diageo-მ ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შესახებ განაცხადა. კომპანიის ვებსაიტის ცნობით, თანამდებობას სერ დეივ ლუისი დაიკავებს, რომელიც 2014 წლიდან 2020 წლამდე ბრიტანულ საცალო ქსელ Tesco-ს ხელმძღვანელობდა.
ლუისი, რომელმაც Tesco-მდე თითქმის სამი ათწლეული გაატარა Unilever-ის უფროს მენეჯერულ პოზიციებზე, მოვალეობის შესრულებას 2026 წლის 1 იანვარს შეუდგება.
ბიზნესსა და დიდი ბრიტანეთის კვების ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, დეივ ლუისმა 2021 წელს დედოფალ ელისაბედ II-სგან რაინდის წოდება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.