Deutsche Welle: SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი მეორე სატესტო ფრენისას აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Starship-ის, რომელიც ასტრონავტების მთვარეზე და მის ფარგლებს გარეთ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გადასაყვანად შეიქმნა, განმეორებითი სატესტო გაშვება სამხრეთ ტეხასიდან წარუმატებელი აღმოჩნდა. აფრენიდან დაახლოებით რვა წუთის შემდეგ, SpaceX-მა განაცხადა, რომ დაკარგა მასთან კონტაქტი და დაასრულა პირდაპირი ტრანსლაცია. კოსმოსური ხომალდი, სავარაუდოდ კოსმოსში მიღწევიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ცნობისთვის, მასიური ორნაწილიანი სარაკეტო სისტემის გაშვების პირველი მცდელობა აპრილის თვეში წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტა გაშვებიდან ოთხი წუთის შემდეგ აფეთქდა.

ასევე დაგაინტერესებთ