არქივი15 აგვისტო, 2024, 21:26
DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი: ბათუმი“ – წერს DEUTSCHE WELLE.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.