არქივი22 სექტემბერი, 2025, 12:01
Demnagram - დემნას ერა იწყება

Gucci-ს ოფიციალურმა Instagram გვერდმა დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექცია გამოაქვეყნა. La Famiglia - ასე ქვია ქართველი დიზაინერის პირველ პროექტს Gucci-სთვის, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, 23 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულზე შედგება.
მანამდე, მოდის სახლმა Instagram-იდან ყველა სხვა პოსტი წაშალა. როგორც Demnagram წერდა, აღნიშნული სწორედ დემნა გვასალიას სადებიუტო პროექტს უკავშირდებოდა. "დემნას ერა იწყება" - დაწერა Demnagram-მა.
დემნა გვასალიას სრული კოლექსიის სანახავად ეწვიეთ Gucci-ს ინსტაგრამ გვერდს: https://www.instagram.com/gucci/
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.