ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CPJ-ს ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი - „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მხარდაჭერას

CPJ-ს ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი - „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მხარდაჭერას

მზარდად ავტორიტარული „ქართული ოცნების“ პირობებში, FARA-ს ძალიან ფართო დებულებებსა და სისხლის სამართლის სანქციებს, დამოუკიდებელი პრესისა და მედიის ადვოკატირების ჯგუფების სრულად გაუქმება შეუძლია, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ (CPJ) ევროპისა და აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი ავრცელებს.
„CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მხარდაჭერას. მზარდად ავტორიტარული მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პირობებში, FARA-ს ძალიან ფართო დებულებებსა და სისხლის სამართლის სანქციებს შეუძლიათ სრულად გააუქმონ დონორებზე დამოკიდებული ქართული დამოუკიდებელი პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები. საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების“ კანონის ნებისმიერი ფორმა უნდა უარყოს“, - განაცხადა საიდმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.