CPJ: მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი თითქმის სარეკორდოდ მაღალია

2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა – იუწყება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ).
ორგანიზაციის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით “თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად” იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა “ანტისახელმწიფოებრივ” კანონებს.
CPJ-ის თანახმად, 1 დეკემბრისთვის პატიმრობაში იყო 321 ჟურნალისტი. ეს სიდიდით მეორე მაჩვენებელია მას მერე, რაც 1992 წელს ორგანიზაციამ ამ მონაცემის აღრიცხვა დაიწყო.
მსოფლიოს ქვეყნებიდან დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი.
საერთო ანგარიში წარმოადგენს “შემაშფოთებელ ბარომეტრს გაძლიერებული ავტორიტარიზმისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობაზე ორიენტირებული მთავრობების მავნებლობისა”, – წერს CPJ და აღნიშნავს, რომ დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65 პროცენტზე მეტს წაყენებული აქვს “ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები, მაგალითად, ყალბი ცნობები და ტერორიზმი, მათი კრიტიკული გაშუქების პასუხად”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ