არქივი24 სექტემბერი, 2025, 21:39
Commerzbank–ი ხვალიდან, 1 მილიარდი ევროს თავისი აქციების უკან გამოსყიდვას დაიწყებს

გერმანიის სიდიდით მეორე ბანკმა, Commerzbank AG-მ, 1 მილიარდ ევრომდე ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა გამოაცხადა.
Buyback–ი 25 სექტემბერს დაიწყება და არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა დასრულდება.
2025 წლის დასაწყისიდან Commerzbank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია გაორმაგდა (35 მილიარდ ევროზე მეტი), ხოლო DAX-ის საფონდო ინდექსმა 18%-ით მოიმატა.
წყარო: Interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.