ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

COMCOM: ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს რეგიონში ყველაზე დაბალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტი აქვს.
განახლებული მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყანას შორის საქრთველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და 129-ე ადგილს იკავებს.
"ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული, რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე კვლევის მიხედვით 49.25 მბ/წმ-ია.
საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა - 28.03 მბ/წმ, ინდონეზია - 27.87 მბ/წმ, მაროკო - 27.59 მბ/წმ, ბუტანი - 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო - 25.37 მბ/წმ, ბენინი - 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა - 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი - 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი - 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი - 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი - 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35.25 მბ/წმ).
კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საემიროებს (303.21 მბ/წმ.), ყატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.
რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.
მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა: ბოტსვანა 40.61 მბ/წმ, ისრაელი - 40.56 მბ/წმ, მავრიტანია - 40.19 მბ/წმ, ჩილე - 37.65 მბ/წმ, მაროკო - 37.56 მბ/წმ, თურქეთი - 36.10 მბ/წმ, უგანდა - 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი - 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით. მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი - 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი - 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი - 24.47 მბ/წმ.) უსწრებს". - წერს კომუნიკაციების კომისია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.