არქივი29 იანვარი, 2026, 15:17
ComCom-ის თავმჯდომარედ “იმედის” ყოფილი ფინანსური აუდიტი დაინიშნა

კომუნიკაციის კომისიის თავჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს – ის ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს და გულორდავას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.
გოგა გულორდავა ქართული ოცნების პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა ტელეკომპანია იმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა.
2016-2020 წლებში იყო პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.