CNN: ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოებმა შეამცირეს უკრაინის ომის გაშუქება
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაშუქების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა მას მერე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა "ჰამასმა" გასულ თვეში ისრაელზე მიიტანა იერიში და ომის დაწყებას მისცა ბიძგი - იუწყება CNN-ი, GDELT Project-ისა და ComScore-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
უკრაინის ომის გაშუქება ისედაც იკლებდა საკაბელო და ონლაინ გამოცემებში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაღრმავდა. თავად CNN-მა უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საეთერო დრო 8 პროცენტიდან 1 პროცენტამდე შეამცირა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი 21-ე თვეში შედის და მას ბოლო კვლავაც არ უჩანს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.