არქივი19 აგვისტო, 2025, 01:53
CNN - თეთრ სახლში მოლაპარაკებები "ლიდერების ფორმატში" გრძელდება

თეთრ სახლში მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან და მოლაპარაკებები ლიდერების ფორმატში გრძელდება.
ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.