ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN: ვაშინგტონში ჩადის რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც სანქციები დროებით მოუხსნეს

CNN: ვაშინგტონში ჩადის რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც სანქციები დროებით მოუხსნეს

ამ კვირაში ვაშინგტონში ჩავა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
უიტკოფი იმ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც უკრაინის შეფასებით, რუსული პროპაგანდის გავლენას განიცდიან.
კირილ დმიტრიევი, რომელიც უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა. ამ პირებს აკრძალული აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლაც.
CNN-ის წყაროთა თანახმად, იმისთვის, რომ დმიტრიევმა ვაშინგტონში ჩასვლა შეძლოს, შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მის წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.
ამერიკული ტელეკომპანიის წყაროთა ცნობით, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ვაშინგტონში მიემგზავრება „ურთიერთობების გასამყარებლად ორ ქვეყანას შორის, რომლებიც მიისწრაფიან უკრაინაში ომის დასრულებისკენ“.
კირილ დმიტრიევი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა.
ის მონაწილეობდა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართა.
კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთადი ჩართული იყო ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთში 2021 წლის ზაფხულში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლების პროცესში.
ფოგელი, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2025 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.