არქივი5 აგვისტო, 2024, 19:53
CNN - გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ვარდნა განიცადა
გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ვარდნა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, დღეს დილით, იაპონურმა აქციებმა ყველაზე დიდი დღიური ზარალი განიცადა. ტოკიოში Nikkei 225-ის ინდექსი 12%-ზე ნაკლებით დაიხურა.
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე Dow 1000-ზე მეტი პუნქტით დაბალი მაჩვენებლით გაიხსნა, S&P 500 4.25%-ით, ხოლო Nasdaq 6%-ზე მეტით დაეცა.
დილით ვაჭრობისას სამივე ინდექსის მაჩვენებელი ოდნავ გაუმჯობესდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.