ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა

CNN - აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო და ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 85-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
სენატში კენჭისყრამდე კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 366 ხმით 34-ის წინააღმდეგ მიიღო.
ახლა კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 14 მარტამდე ითვალისწინებს, გუშინ წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.