CNN - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში“, - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი 1984 წელს კონგრესის მიერ შეიქმნა და იგი ფედერალურ სააგენტოს არ წარმოადგენს.
CNN-ის ინფორმაციით, წელს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინსტიტუტისთვის ფედერალური დაფინანსების გაუქმება მოითხოვა და თანამშრომლები გაათავისუფლა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.