CNN – აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება.
ასევე, პემ ბონდიმ აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.
FBI-ის შემადგენლობაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ შექმნა.
ბონდის ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანს „რესურსების უფრო აქტიური საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფა და პროკურატურის იარაღად გამოყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასრულება“ წარმოადგენს.
ამასთან, პემ ბონდის კიდევ ერთი დირექტივის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაუქმდა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!