CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარება
CNN-ის ანგარიშის მიხედვით, აშშ ისრაელს ირანული რაკეტების და დრონების ჩამოგდებაში დაეხმარება. როგორც ცნობილია, ამერიკული დაზვერვა ირანიდან ერთდროულად სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტის და დრონის გაშვებას ელის.
აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ირანის მასიურ თავდასხმაში შესაძლოა ირანის მარიონეტული ძალები ჩაერთონ.
დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის და IRGC-ის გენერლების მკვლელობის გამო ისრაელი ირანიდან საპასუხო დარტყმას უკვე კვირაზე მეტია ელის. ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსის ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვისაა მზად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.