ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Chevron-მა მესამე კვარტალში, წმინდა მოგება და შემოსავალი შეამცირა

Chevron-მა მესამე კვარტალში, წმინდა მოგება და შემოსავალი შეამცირა

Chevron Corp.-მა, აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის 31%-იანი კლება დააფიქსირა შემოსავლის 6%-იანი კლების პირობებში.
Chevron-ის კორექტირებულმა მოგებამ, შემოსავალმა და წარმოებამ გადააჭარბა ბაზრის პროგნოზს.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 4,49 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 6,53 მილიარდ დოლართან შედარებით.
მოგება აქციაზე შემცირდა 2,48 დოლარამდე 3,48 დოლარიდან. მოგებამ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 2,51 აშშ დოლარი თითო აქციაზე, რითაც გადააჭარბა FactSet-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსების შორის კონსენსუს–პროგნოზს, რომელიც 2,42 აშშ დოლარი იყო ერთ აქციაზე.
Chevron-ის კვარტალური შემოსავალი 50,67 მილიარდ დოლარამდე შემცირდა 54,08 მილიარდი დოლარიდან ერთი წლის წინ. ექსპერტებმა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 48,86 მილიარდ დოლარზე იწინასწარმეტყველეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.