არქივი7 იანვარი, 2026, 13:11
Chevron-ი და Quantum-ი Lukoil-ის $22 მილიარდის ღირებულების აქტივების შესაძენად შეთავაზებებს ამზადებენ - Financial Times

ამერიკული კომპანიები Chevron და Quantum Energy Partners გაერთიანდნენ Lukoil-ის აქტივების შესაძენად, იტყობინება Financial Times.
„Chevron-მა და კერძო საინვესტიციო ჯგუფმა Quantum Energy Partners-მა გააერთიანეს ძალები რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესაძენად, რომელიც სანქციების ქვეშაა.
თუ გარიგება განხორციელდება, Chevron და Quantum გეგმავენ აქტივების გაყოფას, რომელთა ღირებულება Lukoil-ის შეფასებით 22 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.