CBS News – სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით, ექვს საათს მოქმედებდა.
სამხრეთ კორეის მთავარი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!