CBS: მინერალების შესახებ -ის და უკრაინის შეთანხმება ჯერ არაა მზად ხელმოწერისთვის

ვაშინგტონსა და კიევს შორის სასარგებლო წიაღისეულის თაობაზე შეთანხმება ჯერ არ არის მზად ხელმოწერისთვის, მისი პირობები კიდევ შეიძლება შეიცვალოს, რადგან -ის პრეზიდენტი, უფრო მომგებიან შეთანხმებას მოელის – ამ ცნობას ავრცელებს მედიაკომპანია CBS News-ი, მოლაპარაკებების პროცესში გათვიცნობიერებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 4 მარტის მდგომარეობისთვის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები არ გეგმავდნენ შეთანხმებაზე ხელმოწერას.
მანამდე სააგენტო Reuters-ის წყაროები იუწყებოდნენ, რომ აშშ და შეთანხმების გაფორმებისთვის ემზადებოდნენ და რომ ტრამპი ამას გამოაცხადებდა კონგრესთან მიმართვაში, 4 მარტის საღამოს.
შემდეგ Fox News-ის ჟურნალისტმა, ჯეკი ჰაინრიხმა გაავრცელა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის სიტყვები, რომ ხელმოწერა არ იგეგმებოდა.
უკრაინის პრეზიდენტი, 28 თებერვალს ჩავიდა ვაშინგტონში ამ შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა თეთრ სახლში მიმდინარე პროტოკოლურ შეხვედრაზე მოხდა მწვავე სიტყვიერი კონფლიქტი ზელენსკის, ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის და დოკუმენტის ხელმოწერა გადაიდო.
რამდენიმე დღეში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება დახურული არ არის და რომ ზელენსკიმ “უფრო მეტი მადლიერება” უნდა გამოავლინოს.
პასუხად, ზელენსკიმ აღიარა, რომ თეთრ სახლში შეხვედრა არ გაიმართა ისე, როგორც დაგეგმილი იყო და სინანული გამოხატა ამის თაობაზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აპირებს ტრამპთან თანამშრომლობას.
კონგრესისადმი მიმართვაში ტრამპს არ უხსენებია შეთანხმების გაფორმებისთვის მზაობა, თუმცა თქვა, რომ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო. ამ წერილში უკრაინის პრეზიდენტი გამოხატავს სურვილს რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია