აქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა; ამავე პირობით გათავისუფლდნენ ირაკლი ჩხვირკია და ნანა სანდერიც.
წაიკითხე სრულადგადაწყვეტილებები, განსხვავებული პოზიციები და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე.
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა; ამავე პირობით გათავისუფლდნენ ირაკლი ჩხვირკია და ნანა სანდერიც.
წაიკითხე სრულად„ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის ციხე დატოვა. შეთანხმების თანახმად, მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ALDE რუსეთის მიერ პარტია „დროას“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას ეხმაურება და პარტიას სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიზეზი „რუსოფობიური შეხედულებებია“.
ტატა ხვედელიანი: მოკლედ, ჩემი შეფასებით, კობახიძის Euronews-თან ინტერვიუს მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები “ოცნებისთვის” უმნიშვნელოა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მის პოლიტიკურ გეგმებში საერთოდ არ შედის.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის შეფასებით საქართველომ 59%-ით ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა და ევროკავშირისა და ნატოს 15 წევრ ქვეყანას გაასწრო.
ზურა სიხარულიძე: სასწრაფო გაფრთხილება -უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია პოლიტიკური ნება და უნარი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნოს, და ხელისუფლება საკუთარი ანტიეროვნული პოლიტიკით თაობების შრომაზე ამბობს უარს.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე „ქართული ოცნების“ პარტიული ზეიმი იყო. მისი თქმით, ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის ფონზე ღონისძიებაზე მხოლოდ ხელისუფლების ყოფნა სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსეთის მიერ პარტია „დროას“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმისთვის სასურველები რომ ყოფილიყვნენ, თავი ექნებოდა მოსაკლავი, ხოლო მათთვის არასასურველობა მხოლოდ საამაყოა.