ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Brent-ი ბარელზე 68.19 დოლარამდე გაიაფდა

Brent-ი ბარელზე 68.19 დოლარამდე გაიაფდა

ნავთობის ფასმა პარასკევს დღის განმავლობაში კლება დააჩქარა – ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები 0.61 აშშ დოლარით (0.89%-ით) დაეცა და ბარელზე 68.19 აშშ დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსები 0.56 აშშ დოლარით (0.84%-ით) დაეცა და ბარელზე 66.44 აშშ დოლარი შეადგინა.
ტრეიდერები ყურადღებას ამახვილებენ OPEC+-ის შეხვედრაზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას გაიმართება. მედიის ცნობით, G8-ის ქვეყნები, რომლებმაც ადრე ნებაყოფლობით შეამცირეს წარმოება, აპირებენ განიხილონ წარმოების კვოტების აგვისტოში დღეში 411 ათასი ბარელით კიდევ ერთი გაზრდის შესაძლებლობა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.