ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას თურქეთის პარლამენტი ხვალ განიხილავს

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადება სამშაბათს თურქეთის პარლამენტის დღის წესრიგში დადგება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების განხილვის შემდეგ თურქეთის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება.
გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი და უნგრეთი ნატო-ს უკანასკნელ წევრებად რჩებიან, რომლებსაც შვედეთის ალიანსის წევრობის წინადადების რატიფიცირება არ მოუხდენიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.