Bloomberg – უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რაც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი დოლარის რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა

უკრაინის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია, რომელიც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა, – ინფორმაციას Bloomberg-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსიის თანახმად, მიღებული შემოსავალი უნდა გაიგზავნოს ფონდში, სადაც აშშ 100%-ს მიიღებს.
კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კიევი აშშ-ის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უკრაინის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება 90 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დაბრკოლება აშშ-ის მხრიდან მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიების არ არსებობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“