Bloomberg – სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს ალტერნატიული წყაროების გარეშე არ შეამცირებენ

სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს ალტერნატიული წყაროების გარეშე არ შეამცირებენ, – ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას განცხადებით, „შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას“ იქამდე, სანამ ბრატისლავა რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს.
„სანამ ამის ვალდებულებას სრულად ავიღებთ, აუცილებელია, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკს ვქმნით, რომლითაც შეიძლება ჩვენს ეკონომიკასა და ინდუსტრიას სერიოზული ზიანი მივაყენოთ“, – განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ალტერნატიული მარშრუტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებაა საჭირო.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის იმ ინიციატივებს არ დათანხმდება, რომლებიც უნგრეთის ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა