ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg: რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად აფრიკელ სტუდენტებს უშვებს

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად ახალგაზრდა აფრიკელებს უშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ათასობით მიგრანტს და აფრიკელ სტუდენტს ხარკოვის ფრონტზე აგზავნის.
აფრიკელი ახალგაზრდების ცოცხალ ძალად ბრძოლაში გამოყენება პირველად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა დაიწყო. როგორც ცნობილია, რუსეთის ოფიციალური უწყებები აფრიკელ სტუდენტებს სასწავლო ვიზის და სამუშაო უფლების შეჩერებით ემუქრებიან, თუ ფრონტზე წასვლაზე უარს იტყვიან.
ინფორმაციას აფრიკელი სტუდენტების იძულებით გაწვევის შესახებ ევროპელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. მათი ცნობით, უკრაინის ფრონტზე ასევე მიჰყავთ დაკავებული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც პოლიციამ ვიზის ამოწურვის ან დეპორტაციის მიზეზით დააკავა. როგორც ცნობილია, ზოგიერთმა სტუდენტმა რუსი წარმომადგენლების მოქრთამვა შეძლო, თუმცა უმეტესობას მოუწია არჩევანის გაკეთება აფრიკაში დაბრუნებასა ან ომში წასვლას შორის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.