ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg-მა აშშ–ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

Bloomberg-მა აშშ–ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

აშშ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რათა მოსკოვზე ზეწოლა გაზარდოს, თუ ის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას უარს იტყვის, - ამის შესახებ Bloomberg-ი სიტუაციაში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, აშშ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ზღვით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ. სანქციები შეიძლება ასევე დაწესდეს იმ ტრეიდერების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ოპერაციებს, – ამბობენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები.
რამდენიმე წყაროს ცნობით, ვაშინგტონმა შესაძლოა ახალი ზომები უკვე ამ კვირაში გამოაცხადოს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ეს გეგმები ევროპელი ელჩების ჯგუფთან შეხვედრის დროს განიხილა, აღნიშნეს Bloomberg-ის წყაროებმა. თუმცა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.