ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg-ი - დიდი გაცვლის ფარგლებში რუსეთმა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი სამხედრო პოლ უილანი გაათავისუფლა

დიდი გაცვლის ფარგლებში რუსეთმა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი სამხედრო პოლ უილანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი ახლა გზაში არიან რუსეთის საზღვრებს მიღმა დანიშნულების ადგილისკენ.
მედია აღნიშნავს, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს დაუბრუნებენ პატიმრებს, რომლებიც მათ ჰყავთ. გაცვლის სხვა დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში მედია პატიმრების დიდი გაცვლისთვის მზადების თაობაზე წერდა. კერძოდ, ცნობები ვრცელდებოდა, რომ პოტენციალურ გაცვლაში ჩართული იქნებოდნენ შეერთებული შტატები, გერმანია, სლოვენია და დიდი ბრიტანეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.